ტრენინგის ბოლო დღე გეგმის საბოლოო ვარიანტის დახვეწით დავიწყე. გადავხედე ყველა ნამუშევარს, შევამოწმე, შევიტანე საბოლოო შესწორებები, რომ ასატვირთად მზად მქონოდა. დარჩნილი მქონდა ბოლო აქტივობა,ეს იყო მასწავლებლის თემატური პორტფოლიოს პრეზენტაცია, რომელიც ტრენერის რეკომენდაციების შემდეგ ადვილად გავაკეთე. დასრულებული მასალები ავტვირთე ბლოგზე.
მიმაჩნია, რომ აღნიშნული ტრენინგი იყო ძალიან სასარგებლო, შრომატევადი და ყველა მასწავლებლისათვის მნიშვნელოვანი, რაც აუცილებლად დაეხმარება თითოეულ ჩვენგანს საწავლო პროცესის უკეთ და საინტერესოდ წარმართვისათვის.
სამომავლოდ ახალი სასწავლო წლის დასაწყისისათვის დაგეგმილი ნებისმიერი სასწავლო პროექტი ბევრად უფრო სრულყოფილი გამომივა,რადგან აქ მიღებული ცოდნა, უნარები და გამოცდილება გამომადგება.
No comments:
Post a Comment