Sunday, October 12, 2014

სასწავლო პროექტის გეგმა

მეცხრე დღის რეფლექსია

ტრენინგის ბოლო  დღე  გეგმის საბოლოო ვარიანტის დახვეწით დავიწყე. გადავხედე ყველა ნამუშევარს, შევამოწმე, შევიტანე საბოლოო შესწორებები, რომ ასატვირთად მზად მქონოდა. დარჩნილი მქონდა ბოლო აქტივობა,ეს იყო მასწავლებლის თემატური პორტფოლიოს პრეზენტაცია, რომელიც ტრენერის რეკომენდაციების შემდეგ ადვილად გავაკეთე. დასრულებული მასალები ავტვირთე ბლოგზე.
მიმაჩნია, რომ  აღნიშნული ტრენინგი იყო ძალიან სასარგებლო, შრომატევადი და ყველა მასწავლებლისათვის მნიშვნელოვანი, რაც აუცილებლად დაეხმარება თითოეულ ჩვენგანს საწავლო პროცესის უკეთ და საინტერესოდ წარმართვისათვის.
სამომავლოდ ახალი სასწავლო წლის დასაწყისისათვის დაგეგმილი ნებისმიერი სასწავლო პროექტი ბევრად უფრო სრულყოფილი გამომივა,რადგან აქ მიღებული ცოდნა, უნარები და გამოცდილება გამომადგება.

მერვე დღის რეფლექსია

დღეს თავიდან გადავხედეთ შესრულებულ აქტივობებს და კიდევ უფრო დავხვეწეთ. ამ ხნის განმავლობაში საკმაო ცოდნა დაგვიგროვდა, რომელსაც პრაქტიკული მიზნებისთვის გამოვიყენებთ. შევქმენით მოსწავლის სამუშაო შაბლონი, შევამოწმე ყველა ფაილი. მიხარია, რომ დავძლიე გარკვეული პრობლემები.

Sunday, October 5, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღე დაიწყო შესრულებული სამუშაოს განხილვითა და შეფასებით. ტრეინერმა  განიხილა ყველა ის აქტივობა, რომლებიც შევასრულეთ. შემდეგ დეტალურად აღწერა საწავლო პროცედურები და ამ პროცედურების თანმიმდევრობა და მათი მნიშვნელობა. გავიგე თუ როგორ  შეიძლება მოსწავლის პროვოცირება იმისათვის, რომ ყოველგვარი ძალდატანების გარეშე თვითონ იყოს პროექტზე მუშაობის ინიციატორი. ჩემთვის საინტერესო იყო მოდელირებაზე საუბარი, ხმამაღალი ფიქრი, რომლითაც ხდები მოსწავლის მისაბაძი მაგალითი. მოგვაწოდა რესურსები, რომლებსაც გამოვიყენებთ განსაკუთრებული საჭიროების მოსწავლეებისათვის.

მეექვსე დღის რეფლექსია

   დღესაც შეფასების რუბრიკებზე ვიმუშავეთ. შესრულებული დავალებების განხილვის შემდეგ გავეცანი მზა პროდუქტის შეფასების სქემებს. ტრეინერმა ყველა სქემა დეტალურად განიხილა. ზოგიერთი რუბრიკა ჩემთვის სიახლე იყო.   ჩამოვყალიბდი, თუ რა ტიპის პროდუქტს შევქმნიდი და შეფასების რუბრიკაც მას შევუსაბამე. ტრეინერმა გაგვაცნო საპრეზენტაციო პროგრამა, მისი სპეციფიკა და ეფექტები. 
         მიხარია, რომ ყოველდღიურად ცოდნას ვიძენ.