Tuesday, September 30, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეხუთე დღე დაეთმო შეფასების რუბრიკების გაცნობას.ტრენერმა ცალ–ცალკე განიხილა ის მეთოდები რომლებიც მოსწავლეთა საჭიროებების დადგენაში დაგვეხმარება.  ესენი იყო:T–სქემა,დროის გრაფიკი, ვენის დიაგრამა, K-W-L ცხრილი და სხვა.ასევე ვისაუბრეთ მოსწავლეთა თვითშეფასებასა და ერთმანეთის შეფასების მნიშვნელობაზე.ყოველივე ეს აუცილებელია სასურველი შედეგის მისაღწევად.
     დღე მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო.

Saturday, September 27, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა. დავიწყე უშუალოდ კონკრეტულ პროექტზე მუშაობა. განვსაზღვრეთ პროექტის მიზნები და ამოცანები. მივიღეთ დავალებები და იმედია თავს წარმატებით გავართმევთ.

Wednesday, September 24, 2014

მესამე დღის რეფლექსია

დღეს კიდევ ერთხელ გადავხედეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მისაღწევ შედეგებს საგნების მიხედვით, გავეცანით სასწავლო  კვლევის ეტაპებს, განვიხილეთ პროექტისთვის კვლევითი ამოცანების ზოგიერთ მაგალითები. დავიწყეთ ფიქრი მომავალი პროექტის ჩარჩოზე რომელიც მორგებული უნდა იყოს 21–ე საუკუნის უნარებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით დღე საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო

Saturday, September 20, 2014

პირველი მოდულის რეფლექსია

პირველი დღე საინტერესო იყო ორი რამით: ერთი იმით, რომ გავიცანი ტრენერი ბატონი გიორგი ხომასურიძე და ჯგუფის წევრები და მეორე დავიწყეთ სწავლა, თუ როგორ გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები პროექტებით სწავლებისას. იმედია მომდევნო დღეები კიდევ უფრო საინტერესო იქნება